Sunday, April 8, 2012

პირობითი წინადადებები

პროექტი



თემა: პირობითი წინადადებები
თემის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ მწერალთანაწარმოებს და ქართულ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.ირჩევენ პირიბით წინადადებებს და ადგენენ მოპირდაპირე ,შებრუნებულ და მოპირდაპირის შებრუნებულ წინადადებებს. ადარებენ პირობითიმათ
მიზანი: ლოგიკური მსჯელობის,კრიტიკული აზროვნების,დასაბუთების უნარის განვითარება.
ასაკი: 15 წელი
ვადა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ მწერალთა ქმნილებებს, ქართულ ზეპირ სიტყვიერების ნიმუშებს და შეძლებენ კრიტიკულ აზროვნებას.
აუცილებელი წინა ცოდნა: ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებები. შებრუნებული და მოპირდაპირე  დებულებები:
პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ ჯგუფებად . I-ჯგუფს დაევალება ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან პირობითი წინადადებების შერჩევა და მათი მოპირდაპირე , შებრუნებული , მოპირდაპირის შებრუნებული წინადადებები წარმოადგინონ პრეზენტაციაზე.
II-ჯგუფს დაევალება ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გაცნობა და შესაბამისი დავალების შესრულება.
III-ჯგუფს დაევალება ვაჟა – ფშაველას ნაწარმოებიდან  იგივე შეასრულოს რაც წინა ჯგუფებს აქვთ შესასრულებლად
მუშაობის პროცესში ყოველი ათი დღის შემდეგ მოხდებანამუშევრების დათვალიერება,თუ საჭიროა გაკეთდება შენიშვნები.
პროექტის შეჯამება: შეჯამებისას მოსწავლეებმა ასევე უნდა გაარჩიონ ის წინადადებები ,რომლებსაც აქვთ პირობითი წინადადების ფორმა, მაგრამ პირობითი წინადადებას არ წარმოაგენს. იმ  შემთხვევების განხილვა როცა წინადადებები ექვივალენტურია , მაგრამ სხვადასხვა დატვირთვა აქვს
 საგნებთან კავშირი:ი.ს.ტ. გამოყენება. ქართული.
პროექტის ხელმძღვანელი:ე. ხურციძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტაendzela.xurcidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი ბლოგი endzelaxurcidze.blogspot.com


No comments:

Post a Comment