Sსა
ინტეგრირებული გაკვეთილი
საგანი
|
მათემატიკა და გამოყენებითი ხელოვნება ისტ-ის გამოყენებით.
|
|
მასწავლებელი
|
ენძელა ხურციძე და
თამილა ხეცურია
|
|
გაკვეთილის თემა
|
მათემტიკური ხელოვნება.
|
45-წთ
|
გაკვეთილის ტიპი
|
ინტეგრირებული გაკვეთილი
|
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური მე-9 კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე სსმ მოსწავლე არ არის
|
|
ესგ მისაღწევი შედეგები
|
მათ. IX.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება.
.მსჯელობს, თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია; ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
· ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ შეიძლება, თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით, მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება;
· იყენებს გეომეტრიული ფიგურის თვისებებს და გეომეტრიულ გარდაქმნებს იმის დასაბუთებისათვის, შესაძლებელია თუ არა სიბრტყის დაფარვა; ახდენს დაფარვის დემონსტრირებას სიბრტყის ნაწილზე
ს.გ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს
.ს.გ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
ს.გ.IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
|
|
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
|
მოსწავლეები
დამოუკიდებლად შეძლებენ სხვადასხვა საძიებო სისტემებში ორნამენტების, ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და გამოკვლევას, როგორ არის მასში გამოყენებული გეომეტრიული გარდაქმნები, მოსწავლეები შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, დაასახელებენ გარემომცველ სამყაროში გეომეტრიული გარდაქმნის
მაგალითებს.
|
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან გეომეტრიულ გარდაქმნათა გამოყენება,
იციან
თუ როგორ აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები, პრინციპები, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
|
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
შევაფასებ დისკუსიასა და
პრეზენტაციაში მონაწილეობას. შეფასებისას გამოვიყენებ
განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს.(დანართიN 2, 3, 4.)
|
|
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
მათემატიკის
სახელმძღვანელო. გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი
სახვითი და გამოყენეითი ხელოვნების
სახელმძღვანელო .სამუშაო რვეულები,
დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი.ფლიპჩარტები.
ინტერნეტმასალა.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
/საკლასო მენეჯმენტი/
|
გაკვეთილის I ფაზა - გამოწვევის
სტადია. – 10 წუთი.
აქტივობა 1–2 წთ
საორგანიზაციო საკითხები ( გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა, შეფასების პრინციპების გაცნობა)
აქტივობა 2 - წინარე ცოდნის შემოწმება -8წთ
აქტივობის მიზანი: გავლილი მასალის გააზრება რომელიც
კავშირშია ახალ მასალასთან.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეთა მზაობის დასადგენად
მასწავლებელი იყენებს კითხვებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს კიდევ ერთხელ აცნობს გაკვეთილის თემას და
სვამს კითხვებს.
როგორ ფიქრობთ რა საერთო აქვს მათემატიკას და ხელოვნებას?
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს და ამის
შემდეგ
მათემატიკის და ხელოვნების მასწავლებლები
მონაცვლეობით ეკითხებიან მოსწავლეებს:
რამდენი
სახის სიმეტრია იცით? იცნობთ?(სლაიდზე ჩანს ცენტრული, ღერძული სიმეტრია (დანართი N 1)
შემდეგ ეკრანზე ჩანს სიმეტრიული ნახატი და გერმანელი მათემატიკოსის-
ჰერმან ვაილის გამონათქვამი სიმეტრიაზე
მიყვებიან სლაიდებს და აგრძელებენ
კითხვების დასმას
რა არის
პარალელური გადატანა?
რას ნიშნავს
რიტმული კომპოზიცია?(სურათი რიტმულ კომპოზიციაზე)
დიაგონალური
კომპოზიცია?
ეკრანზე ხედავენ ხელოვნების ნიმუშებს:
ასახელებენ და განასხვავებენ სხვადასხვა კომპოზიციის სახეებს
რა არის
ორნამენტი? სად იყენებენ მას?( სლაიდზე ჩანს ორნამენტი დანართიN1)
გაკვეთილის
II ფაზა - საკითხის სიღრმისეული
წვდომა – 25 წუთი.
აქტივობა
N3 მოსწავლეთა პრეზენტაცია.12წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს საჭირო
მასალის მოძიება ,დამუშავება და კლასის წინაშე საკუთარი ნაშრომის წარდგენა.
აქტივობის
აღწერა: ერთ-ერთი მოსწავლე წინასწარ მიცემულ
დავალებას ორნამენტზე წარმოადგენს საპრეზენტაციო მასალას.
მეორე მოსწავლე წინასწარ მიცემულ დავალებას ჩუქურთმაზე- ხუროთმოძღვრების ძეგლებზე წარმოადგენს
საპრეზენტაციო მასალას.
.
მესამე მოსწავლე
წინასწარ მიცემულ დავალებას მორის ეშერის შემოქმედებას გააცნობს კლასს.
აქტივობა N 4 არგუმენტირებული დისკუსია:5წთ
ეკრანზე გამოჩნდება სხვადასხვა
სამკაულები, სამოსი, არქიტექტურული ძეგლები, ჭურჭელი.
მოსწავლეები იმსჯელებენ წარმოდგენილ
მასალაზე და დააფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, წარმოდგენილ მასალასთან ერთად
ისუბრებენ ჩვენს გარშემო არსებულ სიმეტრიულ ობიექტებზე .
აქტივობა N5 ჯგუფური სამუშაო 8წთ
აქტივობის მიზანი: შეძლონ მოსწავლეებმა სიბრტყის დაფარვა გეომეტრიული გარდაქმნებისა და სხვადასხვა
ფიგურების გამოყენებით.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ეძლევა პლფჩარტებზე
შესასრულებლად დავალება შეარჩიონ
მისთვის სასურველი რომელიმე ფიგურა გამოიყენონ გეომეტრიული გარდაქმნა და
მოახდინონ სიბრტყის დაფარვა, წარმოდგენენ თავიანთ ნამუშევრებს ისაუბრებენ პარკეტზე
.გაიხსენებენ თუ როგორი
მრავალკუთხედებითაა შესაძლებელი სიბრტყის დაფარვა.აღმოაჩენენ კავშირს
მათემატიკას და ხელოვნებას შორის, მოსწავლეები აღმოაჩენენ განსხვავებულ აზრს სხვათა
ნამუშევრებში არსებობის შემთხვევაში და მიეცემათ საშუალება საკუთარი აზრის ჩამოყალიბების
გაკვეთილის
III ფაზა - გააზრება-რეფლექსია - 10წთ
აქტივობა 9- რა ვიცოდი, რა ვისწავლე. 4წთ ( დანართიN1)
აქტივობის მიზანი:შეძლონ მოსწავლეებმა გაიაზრონ ყველა გეომეტრიული გარდაქმნა და ჩამოაყალიბონ თუ
როგორ ხდება გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება საყოფაცხოვრებო ნივთებისა და შენობა ნაგებობის
მოჩუქურთმების შექმნაში
აქტივობა 10- საშინაო დავალების მიცემა. 3წთ
მოიძიონ საზღვარგარეთ არსებული
ხუროთმოძღვრების ძეგლები და გაავლონ
პარალელი აღნიშნულ ძეგლებში გამოყენებულ ორნამენტებსა და ქართულ ორნამენტებს
შორის , დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება მათემეტიკასა და ხელოვნებას შორის.
(სლაიდი დანართი N 1)
აქტივობა 11– შეფასება -3 წთ
ვაფასებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით. განმავითარებელი
შეფასებისთვის ვიყენებ აქტივობას „ შავი ლაქა’’ ვაკეთებ კომენტარებს .
|
დანართი N2
დისკუსიის
შეფასების რუბრიკა
მკაფიოდ
და გასაგებად აყალიბებს აზრს
|
2
|
მსჯელობს
არგუმენტირებულად
|
2
|
აკეთებს
დასკვნებს
|
2
|
იყენებს
არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
2
|
კორექტულია
ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
|
2
|
დანართი
N 4
კრიტერიუმები
|
1-2
ქულა |
3-4
ქულა |
5-6
ქულა |
7-8
ქულა |
9-10
ქულა |
ჯგუფური მუშაობა
|
არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში ,არ გამოთქვამს
საკუთარ აზრებს |
პასიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, ნაკლებად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
|
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, მაგრამ ზოგჯერ არასწორად
|
აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში გამოთქვამს საკუთარ
მო საზრებებს
|
აქვს ჯგუფში მუშაობის დროს ლიდერის თვისებები, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს და აკეთებს პრეზენტაციებს
|
No comments:
Post a Comment